saqarTvelos qedebi - mTiuleTis qedi

 

კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ტოტი, მდინარეების მთიულეთის არაგვისა და გუდამაყრის არაგვის წყალგამყოფი. იწყება კავკასიონზე შირიმის მწვერვალთან და მტავრდება ზემოაღნიშნული მდინარეების შესართავთან. აგებულია იურული და ცარცული ასაკის ფლიშური ნალექებით. სამხრეთ-დასავლეთი კალთა ძლიერ დანაწევრებული და ფართოა, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ვიწრო. მოგლუვებულ თხემზე აღმართულია მწვერვალები: მთაწმინდა (2759 მ), ჭალისთავი (2750მ), საბადლო (2802 მ), წიფორი (2577). კალთები შემოსილია შერეული, ფართოფოთლიანი (ზოგან ფიჭვის) ტყით თხემური ზონა - სუბალპური და ალპური მდელოებით.